ფრანგულ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც იწერება, პსჟ-სა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები სულ მალე წარმატებით დაიხურება.
ხელშეკრულება 2031 +1 წლით გაფორმდება. შესაბამისად ის ძალაში 2032 წლამდე იქნება.
ასევე ცნობილია, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, კვარა კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.