იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტისა და ინსაიდერის, ნიკოლო შირა ფროზინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მოგეხსენებათ, ქართველი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.
მას 9 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, კვერნას დამატებით 4 გუნდი - რომა, კრისტალ პალასი, ევერტონი და მონაკო ინტერესდება.