იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ Golden Week of Football Tbilisi-ის ღონისძიებაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"სიმართლე გითხრათ, პირველად კვარაცხელია რომ ვნახე, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ვიცოდი, რომ დიდი ენერგია და ამბიცია ჰქონდა. ის სულ სხვა სამყაროდან, ბათუმის „დინამოდან“ მოდიოდა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და, როგორც გლადიატორმა ეტლებითა და ცხენებით, თავისი მაინც გაიტანა.
ასე რომ, დღეს ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია, სადაც მოხვედრა იოლი სულაც არ გახლავთ. მან წლიდან წლამდე ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა და ჩვენ მისი საოცარი განვითარების მომსწრენი გავხდით. ვფიქრობ, ახლა თუ არა, ხვიჩა „ოქროს ბურთს“ მომავალში მაინც მოიგებს“, – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.