2 საათის და 14 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

სასიხარულო ამბავი გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით

15 სექტემბერს, ინგლისის EFL თასის შეხვედრაში "ლივერპული" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "წითლების" კარში გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ.

აღნიშნულ საკითზე მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ ისაუბრა.

"ხვალ ძირითადში მამარდაშვილი იქნება. ის ძალიან კარგი მეკარეა და კარგად ვიცნობ ესპანეთიდან. ბორმუთშიც შევეცადეთ მის შეძენას თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა.

"მას ძალიან ვაფასებ და მისი შესაძლებლობების შესახებ ადრეც ვიცოდი", - თქვა ირაოლამ.