4 საათის და 27 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მათ ილიას გამარჯვების წყურვილი წაართვეს" - ვის ადანაშაულებს თოფურიას მწვრთნელი

ილია თოფურიას ყოფილი მწვრთნელი, ხორხე კლიმენტი მიიჩნევს, რომ ახალი ხალხის გარემოცვაში მოხვედრის შემდეგ ილიამ გამარჯვების წყურვილი ნაწილობრივ დაკარგა:

"მათ ის კომფორტისა და დიდების სამყაროში მოაქციეს, რაც, ვფიქრობ, თავად მათ უფრო აინტერესებთ, ვიდრე ილიას.

მათ მას გამარჯვების წყურვილი წაართვეს. თუმცა, მგონია, რომ ეს ყველაფერი მას ამ წყურვილს კვლავ დაუბრუნებს. თუ ის ნამდვილად მშიერია (გამარჯვებებს მოწყურებულია), მან თავიდან უნდა იპოვოს ის აურა, რომელიც ოდესღაც ერთად გვქონდა. ეს თავად მასზეა დამოკიდებული.“