UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ისრაელ ადესანია აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
ნიგერიელი მებრძოლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართველ სპორტსმენზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და ნურმაგომედოვების გუნდის წევრები გველებს შეადარა.
ამჯერად „იზიმ“ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თბილისში მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა და დაღესტნელი მებრძოლების ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა:
„როდესაც ეს ვიდეო ვნახე, საშინლად გავბრაზდი. ხალხი წერდა, რომ ყველაფერი მერაბმა დაიწყო, თუმცა თბილისში ყველაფერი ერთი ერთზე მოხდა.
თუ აჰმედ გაჯიმაგომედოვი დვალიშვილს მართლაც უყვიროდა, მაშინ გაუმართლა, რომ მხოლოდ სილა მოხვდა და არა მუშტი.
როგორი იყო დაღესტნელების პასუხი? შვიდი ადამიანი ერთი კაცის წინააღმდეგ წავიდა. ეს უბრალოდ ლაჩრული საქციელია“, – განაცხადა ადესანიამ