დღეს, 21 ნოემბერს, UFC-ის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ოქტაგონზე დაბრუნდება. „კონკისტადორი“ კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართ ტურნირზე მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება.
ქართველი სპორტსმენისთვის ეს UFC-ში მესამე შეხვედრა იქნება. თოფურიასა და ლუნას დაპირისპირება ტურნირის პრელიმინალური ნაწილის ბოლო ბრძოლად არის ჩანიშნული.
გავრცელებული განრიგის მიხედვით, ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა თბილისის დროით, დაახლოებით 21:30 საათზე დაიწყება.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო მის წინ ჩანიშნული ბრძოლების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შესაძლებელია, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე დაგეგმილზე ადრე ან გვიან გავიდეს.
მოგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლის დაპირისპირების ხილვა Setanta Sport-ის ეთერშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის პრელიმინალური ნაწილი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო მთავარი ქარდის სტარტი 22:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში ჩატარებული ორივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება.