1 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დიდი ბრძოლის წინ ილია თოფურიამ თავის ძმას, ალექსანდრეს მიმართა

დიდი ბრძოლის წინ ილია თოფურიამ თავის ძმას, ალექსანდრეს მიმართა:

"ჩემო ძმაო, მინდა მოგილოცო მთელი ის შრომა, თავგანწირვა და თავდადება, რამაც აქამდე მოგიყვანა.

ამ სამყაროში ჩვენზე უკეთ არავინ იცის ის გზა, რომელიც გავიარეთ. არავინ იცის რეალურად, რა დაგვიჯდა აქამდე მოსვლა, რა სირთულეები გადავლახეთ, რამდენჯერ მოგვიწია წამოდგომა და რა დავტოვეთ უკან ჩვენი ოცნებების ასახდენად.

ყველაფერი დაიწყო ორი ძმით, რომლებიც საზიარო ველოსიპედზე ოცნებობდნენ. დღეს კი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ ვიქეცით.

მაგრამ ყველაზე მეტად სიამაყით ის კი არ მავსებს, რასაც მიაღწიე, არამედ ის, თუ რა ადამიანად ჩამოყალიბდი. რადგან მე ვიცი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა გული დგას თითოეული ბრძოლის უკან.

ხვალ იმ ოქტაგონზე მარტო არ ახვალ. შენთან ერთად ამოვლენ ჩვენი ბავშვობის ოცნებები, ჩვენი თავგანწირვა, ჩვენი ისტორია და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენი რწმენა არასდროს შეუწყვეტია.

ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის, რადგან ის სისხლით, ოფლითა და ცეცხლით მოიპოვე.

რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი იქნები, ჩემი უფროსი ძმა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე.

მთელი სულით და გულით მიყვარხარ, ძმაო. ღმერთი იყოს შენთან ხვალ და მუდამ."