19 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით

კარიერაში პირველად, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია.

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში, 31 წლის ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, 15:9 დაამარცხა.

2025 წლის ფარიკაობის (Tbilisi) მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი გაიზარდა

საერთო ჯამში, მედალოსნებს გადაეცემათ 1 020 000 აშშ დოლარი ქულების მიხედვით ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობებში.

ინდივიდუალური ჩემპიონატების გამარჯვებულებს 40 000  დოლარი, ვერცხლის მედალოსნებს 20 000 დოლარი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 10 000 დოლარი ერგებათ. შესაბამისად, სანდროს 40 000 გადაეცემა.


Facebook კომენტარები