28 წლის ლივერპულის ფეხბურთელი, დიოგო ჟოტა ტრაგიკულად გარდაიცვალა
6 საათის და 23 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

28 წლის ლივერპულის ფეხბურთელი, დიოგო ჟოტა ტრაგიკულად გარდაიცვალა

ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის შემტევი, დიოგო ჟოტა გარდაიცვალა - ინფორმაციას Marca ადასტურებს.

როგორც ცნობილია, ის და მისი 26 წლის ძმა ესპანეთის ქალაქ ზამორაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ.

ეს შემთხვევა ესპანეთის დროით 00:40 საათზე მოხდა.

იწერება, რომ ავტომობილი გზიდან გადავიდა და დაიწვა.

ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

Facebook კომენტარები