5 თვის და 1 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რომელ კლუბში გადასვლას უახლოვდება ახალგაზრდა გიორგი ცეცხლაძე

laroma24.it-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის გიორგი ცეცხლაძე საფეხბურთო კარიერას "რომაში" გააგრძელებს..

წყაროს ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "დინამო თბილისიდან" კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს და თავდაპირველად ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. 

როგორც გამოცემა იუწყება, ცეცხლაძე ამ წუთებში იტალიაში მიემგზავრება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

ცნობისთვის, გიორგი ცეცხლაძე ამპლუით ნახევარმცველია, ის "დინამო თბილისის" მეორე გუნდში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Facebook კომენტარები