პსჟ-ს ფინალში გასვლით აღრთოვანებული ფანები კილიან მბაპეს სოციალურ ქსელებში დასცინიან.
„პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა „ინსტაგრამზე“ ადრე გამოქვეყნებულ მბაპეს „რეალში“ პრეზენტაციის სურათზე კომენტარები დატოვეს. მაშინ კილიანმა დაწერა: „ჩემი ახალი სახლი! გაუმარჯოს მადრიდს!“
ქომაგებმა წარწერები გააკეთეს: „მადლობა, რომ წახვედი“, „გუნდი შენს გარეშე უკეთესი გახდა“, „პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია“ და ა.შ.
შეგახსენებთ, მბაპეს 7-ნომრიანი მაისურით პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.