11 საათის და 30 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ევროტურნირების ფინალში უთამაშიათ - როგორ გამოიყურება სია

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

პირველად 2007 წლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში.

ბოლოს ასეთი კახი კალაძე იყო, რომელმაც 207 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი "მილანის" მაისურით ითამაშა.

კალაძეს 3 ლიგის ფინალის განაცხადში იყო, აქედან ორში ქართველმა უშუალო მონაწილეობა მიიღო.

მის შემდეგ ქართველი, რომელმაც ევროტურნირის ფინალში ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავაა, რომელმაც “დნიპრო დნიპროპეტროვსკთან” ერთად ევროპია ლიგის ფინალში “სევილიასთან" დამარცხდა

ზუსტად 10 წლის თავზე კვარა ევროტურნირის ფინალში ბრუნდება, რომელიც 31 მაისს მილანის "ინტერის" წინააღმდეგ "ალიან არენაზე" გაიმართება.

Facebook კომენტარები