19 საათის და 24 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგაში ითამაშებს - ქართველს სერიოზული მსურველი ჰყავს

ინგლისურ მედიაში "ლიდსის" დიდი სატრანსფერო გეგმების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

გუნდი პრემიერ ლიგაში ბრუნდება და გაძლიერებაზეც ფიქრობს.

როგორც იწერება, მათ სატრანსფერო სიაში საქართველოს ნაკრებისა და "ვოტფორდის" ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა.

მოგეხსემენათ, ის ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა "ლიდსში" ჩაკვეს თვისებები ძალიან მოსწონთ და ზაფხულში მის შესაძენად იბრძოლებენ.

ქართველთან ერთად სიაში ჯობ ბელინგემიც მოხვდა, რომელიც ამჟამად "სანდერლენდის" ღირსებას იცავს.

მისი ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, დაწინაურდება თუ არა "სანდერლენდო" პრემიერ ლიგაში.

ასე და ამგვარად, შესაძლოა ახალი სეზონიდან ჩაკვეტაძე და ჯუდ ბელინგემის ძმა ერთ გუნდში ვიხილოთ.

Facebook კომენტარები