ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ სტუმრად ლონდონის არსენალს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ არაერთმა საფეხბურთო გამოცემამ დაწერა ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშის შესახებ.
გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ჟურნალის "AS'-ის სტატიას ქართველ ვინგერზე:
"ნორმალურია, როცა ჩვენ ვაქებთ პსჟ-ს კარგი ბურთის კონტროლისთვის ლუის ენრიკეს, მაგრამ ის, რაც მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ უბურთოდ აკეთა, ასევე ასტურიელი თავკაცის დამსახურებაა. ქართველმა ტიტანური სამუშაო გასწია და დაეხმარა მენდეშს ფლანგზე საკას შესაჩერებლად.
ახლა მოედანზე პსჟ-ს ყოველთვის ჰყავს 11 მეომარი, რომლებიც არ თაკილობენ არაფერს და ძალებს არ ზოგავენ. და ეს ადრე წარმოუდგენელი იყო, გაფიქრებაც არ შეიძლებოდა, რადგან იყო 3, რომელიც საერთოდ არ თამაშობდა დაცვას", - წერს გამოცემა.
ბუნებრივია, ამ 3-ში მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო იგულისხმება, რომელმაც პარიზულ გუნდში ცუდი შედეგი დადო.