5 საათის და 8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ფინალის ბილეთის ფასი უკვე ვიცით" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ქომაგები პსჟს გამარჯვებას არსენალთან

"ეტიჰად სთედიუმზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი "არსენალსა" და "პსჟ"'-ს შორის პარიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0

შეხვედრაში ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით გაიტანა.

ქართველმა, ტრადიციულად, შეტევასა და დაცვაში ბევრი იმუშავა.

ხვიჩას ეს კარგი პერფორმანსი ქართველ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია და სოციალურ ქსელში ორიგინალურად გამოეხმაურა:

"არ მჯერა, რომ ქართველი ფეხბურთელის ასეთ წარმატებას მოვესწარი"

"ჩემპიონთა ლიგის ნახევარდინალში ქართველი ასისტი, რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელი იყო, კვარამ ეს რეალობად აქცია"

"ფინალის ბილეთის ფასი უკვე ვიცით"

"ხვიჩა ბუნებით ლიდერია"

"ყველა ფეხბურთელზე ერთი თავით მაღლა დგას, ამას ყველა კარგად ამჩნევს"

"პსჟ-ს არასდროს ვქომაგობდი, ხვიჩას გამო კი მათ არცერთ თამაშს არ ვტოვებ"

Facebook კომენტარები