საფეხბურთო გადაცემა "Napoli Centrale"-ს ეთერში იტალიელმა მწერალმა, მაურიციო დე ჯოვანიმ ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ კლუბი იძულებული იყო, ქართველი გაეყიდა:
"კვირას „ნაპოლი“ „ტორინოს“ მასპინძლობს. მეტოქეს სერია A-ში არავითარი მოტივაცია არ გააჩნია, ნეაპოლური გუნდი სახლში თამაშობს და არ მესმის, რატომ მართებს სიფრთხილე. კონტემ სიმართლე თქვა, თუმცა ბოლომდე ვერ დამარწმუნა. კლუბის პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ნორმალური სპორტული ცენტრი არ აქვს. მწვრთნელი სამართლიანად უკმაყოფილოა, რადგან სათანადო სავარჯიშო პირობები არ არსებობს და ფეხბურთელები მოედანზე ტრავმებს იღებენ.
ამას გარდა, „ნაპოლი“ ჩემპიონატზე ერთადერთია, რომელიც იანვარში დასუსტდა. ეს ტოპ-გუნდისთვის დაუშვებელია. კონტეს სკუდეტოს მოგება უნდა, ამისათვის შესაბამისი შემადგენლობა მოითხოვა. ვფიქრობ, სამწლიანი პროექტის უზრუნველსაყოფად დაპირება მიიღო. ამ სიტუაციაში კვარაცხელიას საკითხი საკვანძო იყო, მაგრამ „ნაპოლი“ დააშანტაჟეს და იძულებული გახდა გაესხვისებინა. ის რომ არ წასულიყო, გუნდი ჩემპიონი გახდებოდა. ქართველი იმიტომ წავიდა, რომ მისი კონტრაქტი არ იყო გაგრძელებული. კონტე აღშფოთებულია და მას სრულად ვეთანხმები“, - განაცხადა დე ჯოვანიმ.