8 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ქართველებმა ტოპ 5 ლიგა დაიპყრეს - მიქაუტაძემ კვარაცხელიას სუპერ შედეგი გაიმეორა

ლიგა 1-ის გასულ ტურში "ლიონმა" "რენი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა, შეხვედრაში თავი გიორგი მიქაუტაძემაც გამოიჩინა.

ქართველი ფორვარდისთვის ეს გოლი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეათე იყო, რითიც მან ტოპ 5 ლიგაში მშვენიერი შედეგი დააფიქსირა.

მიქაუტაძემ ტოპ ლიგის ზედიზედ ორ სეზონში შეძლო 10-გოლიან ნიშნულზე ასვლა. 

მან წინა სეზონში "მეცის" მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა, წელს კი 31 მატჩში ჯერ-ჯერობით 10 გოლზეა.

ჟორჟი გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში მსგავსი შედეგი დააფიქსირა.

მარტივი გამოსაცნობია, რომ გიორგიმ ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი გაიმეორა.

კვარამ 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით სერია ა-ში 12 გოლი გაიტანა, ხოლო 2023/24 წლების სეზონში 11 გოლი.

Facebook კომენტარები