2 დღის და 6 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"საქართველოს გარდა კვარას რუსეთშიც ბევრი ფანი ჰყავს" - რა განცხადებას აკეთებს იური სიომინი

როგორც მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ასტონ ვილა" 3:1 დაამარცხა და მეორე მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

შეხვედრაში თავი გამოიჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც გოლიც გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დაიმსახურა.

ქართველის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა გამოცემა "Rsport"-თან ხვიჩაზე კომენტარი გააკეთა:

"ხვიჩა კვარაცხელია დიდ მატჩებში ასპარეზობს და ახლა მთელი საქართველო პსჟ-ის ყველა თამაშს უყურებს და მისი წარმატებებით ხარობს. ვფიქრობ, რომ მისი გულშემატკივრები ჩვენც გვყავს. იმიტომ, რომ ის რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო", - განაცხადა სიომინმა.

Facebook კომენტარები