1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სექტემბრამდე ერთხელაც ვითამაშებთ - როდის გამართავს საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს

როგორც მოგეხსენებათ, მარტის სანაკრეო პაუზა დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს წარმატებული შეკრება გამოუვიდა - 2 მატჩი სომხეთის წინააღდმდეგ და ორივე წარმატებული.

ჯამში ჩვენს მეტოქეს 9 გოლი გავუტანეთ და საპასუხოდ 1 მივიღეთ.

ვიცით, რომ ჩვენი გუნდი სექტემბერში მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაიწყებს თამაშს.

ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.

თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

ეს საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ივნისში მოხდება.

როგორც წესი, სეზონის შემდეგ ეროვნული ნაკრებები იკრიბებიან და 1 ან 2 ამხანაგურ შეხვედრას მართავენ ხოლმე. გამონაკლისი არც ჩვენი გუნდი იქნება.

ასე რომ "ჯვაროსნების" მომავალ მატჩს ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

Facebook კომენტარები