საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორ მატჩიან დაპირისპირებაში სომხეთი 9:1 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, ახლა კი გუნდის მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით გამოსვლა იქნება.
უკვე ცნობილია კალენდარიც ამერიკა, კანადა, მექსიკაში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ასევე გაირკვა საქართველოს ჯგუფის ბოლო წევრიც, ეს ესპანეთი იქნება, რომელმაც ერთა ლიგაზე ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.
იხილეთ განრიგი:
პირველი ტური – 4 სექტემბერი
საქართველო – თურქეთი
ბულგარეთი – ესპანეთი
მეორე ტური – 7 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი
თურქეთი – ესპანეთი
მესამე ტური – 11 ოქტომბერი
ბულგარეთი – თურქეთი
ესპანეთი – საქართველო
მეოთხე ტური – 14 ოქტომბერი
თურქეთი – საქართველო
ესპანეთი – ბულგარეთი
მეხუთე ტური – 15 ნოემბერი
საქართველო – ესპანეთი
თურქეთი – ბულგარეთი
მეექვსე ტური – 18 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო
ესპანეთი – თურქეთი