ოფიციალურად - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია.
ერთა ლიგის 1/4 ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ნიდერლანდები დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
ამ თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენს ჯგუფში სწორედ დე ლაუფენტეს შეგირდები იასპარეზებენ.
გარდა "ფურია როხასა", ჩვენს ჯგუფში ასევე ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ.
ცნობისთვის, შესარჩევი ეტაპი სტარტს სექტემბერში აიღებს.