2 დღის და 15 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ქართველებო, გპირდებით, თუ კვარამ ლივერპულს გაუტანა მე..." - რა პირობას დებს "პსჟ-ს ფანი

მოგეხსენებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი პირველ მატჩში "პსჟ" "ლივერპულთან", დიდი უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით, 0:1, დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიას მერსესაიდელების წინააღმდეგ საოცარი პერფორმანსი ჰქონდა.

ქართველმა გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარის გამო მთავარმა არბიტრმა VAR-ის დახმარებით გააუქმა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 11 მარტს 23:55 წუთზეა ჩანიშნული.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით "პსჟ"-ს ერთ-ერთი გულშემატკივარი სოციალურ მედიაში პირობას დებს:

"ქართველებო, მინდა თქვენ მოგმართოთ, კვარამ ლივერპულთან წინა მატჩი საოცრად ითამაშა და ახლაც მისი იმედი მაქვს. ვდებ პირობას, რომ თუ ხვიჩა ენფლიდზე გოლს გაიტანს საქართველოს დროშას ვიყიდი და ამიერიდან პარკ დე ფრანსზე მუდამ თან წავიღებ ხოლმე. იმედია გავიმარჯვებთ".

Facebook კომენტარები