2 დღის და 19 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

“ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ..." - მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი ვალიადოლიდთან მატჩის შემდეგ მის დაშვებულ შეცდომას გამოეხმაურა და სჯერა, რომ ეს სირთულეები გაძლიერებაში დაეხმარება.

“ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. 

მთელ ძალისხმევას ვდებ, რომ საუკეთესო ფორმას მალე დავუბრუნდე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის” - დაწერს გიორგიმ 

ქართველ მეკარეს ვალენსიას მწვრთნელისგან სრული მხარდაჭერა აქვს 

“მამარდაშვილის მაღალ დონეში ეჭვი არ მეპარება. შეცდომას განიცდის, თუმცა ვაფასებ, რომ მაღალი დონის მეორე ტაიმი ჰქონდა.

ვაფასებ, როცა შეცდომის შემდეგ მენტალურ აღდგენას მალე ახერხებ” - თქვა მატჩის შემდეგ ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა 

Facebook კომენტარები