მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "პსჟ"-მ "ლივერპულს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ჰარვი ელიოტმა 87-ე წუთზე გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 78 წუთი გაატარა.
ქართველმა ერთი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარის გამო გაუუქმეს.
ხვიჩას ამის გარდა ბევრი კარგი მომენტი და დარტყმაც ჰქონდა.
გთავაზობთ კვარას სტატისტიკას:
- 78 წუთი
- კარში ზუსტი დარტყმა: 4
- დრიბლინგის მცდელობა: 4 (2)
- ბურთთან შეხება: 68
- ზუსტი გადაცემა: 42/48 (88%)
- საკვანძო პასი: 2
- მოგებული ორთაბრძოლა: 8 (4)
- გაუქმებული გოლი: 1
- 7.9 შეფასება