საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების ერთობლივი განხილვის შედეგად, მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ დაუბრუნდება დინამო არენას.
ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციი-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დაადასტურა.
“ახლახანს დინამო არენა ხელმეორედ შეისწავლეს და დღეს სტადიონის პირველი იარუსის 1/3 გამოყენება არ შეგვიძლია, რაც არ უშლის ხელს უეფას ზონებს და მატჩის დინამო არენაზე ჩატარების შესაძლებლობას” - თქვა დავით მუჯირმა
ამ ცვლილების შემდეგ, ნაკრები თავის ოფიციალურ მატჩებს კვლავ თბილისის დინამო არენაზე გამართავს.
ამ გადაწყვეტილებას ქართველი გულშემატკივრები დიდი სიხარულით შეხვდნენ, რადგან დინამო არენა ქართული ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
აქვე გეტყვით, რომ საქართველო - სომხეთის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და მხოლოდ პირველი იარუსის 6 სექტორი დაიკეტება, რაც დაახლოებით 4,000 ადგილია.