მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, "პარის სენ-ჟერმენი" ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას აქტიურად ცდილობს.
როგორც იწერება, ფრანგული კლუბი 80 მილიონ ევროს ამზადებს და აღნიშნულ ტრანსფერზე არც "ნაპოლი" იხევს უკან.
საგულისხმოა, რომ თუ ეს ასე მოხდა, ქართველი შემტევი "პსჟ"-ს ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერების სიაში მოხვდება.
კერძოდ ხვიჩა 80 მილიონი ევროთი მე-4 პოზიციას დაიკავებს და ამ მაჩვენებლით ისეთ ვარსკვლავებს გაუსწრებს, როგორებიც ედინსონ კავანი, უსმან დემბელე, მაურო იკარდი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.
შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 2017 წელს განახორციელა, როცა "ბარსელონადან" ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინა.