13 საათის და 51 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ხვიჩას მხარემ "პსჟ"-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაიწყო - ახალი ცნობები კვარას ტრანსფერზე

ბოლო დღეებია, "ნაპოლის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენთან" მედიაში აქტურად აკავშირებენ. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოცემა "Il Roma" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, კვარას აგენტების მამუკა ჯუღელისა და კრისტიანო ძაკარდოს შეხვედრა "პსჟ"-ს წარმომადგენლებთან უკვე შედგა. 

როგორც იწერება, ფრანგული კლუბი მზადაა "პარტენოპეის" ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზოს. 

თავის მხრივ, არც ნეაპოლელები არიან ტრანსფერის წინააღმდეგი, რომლებიც კვარაცხელიას იანვარშივე გასხვისებას განიხილავენ. 

ცნობისთვის, ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება, "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, 85 მილიონ ევროს შეადგენს. 

Facebook კომენტარები