გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 2024 წლის ბოლოსთვის 192.60 მილიონი ევროა. ეს მაჩვენებელი მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების შედეგთან ახლოსაა.
ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებების ტოპ 10:
ინგლისი – 995.00 მილიონი ევრო
საფრანგეთი – 978.00 მილიონი ევრო
ბრაზილია – 921.80 მილიონი ევრო
ესპანეთი – 890.00 მილიონი ევრო
პორტუგალია – 835.00 მილიონი ევრო
გერმანია – 781.00 მილიონი ევრო
ნიდერლანდები – 776.50 მილიონი ევრო
იტალია – 729.00 მილიონი ევრო
არგენტინა – 716.50 მილიონი ევრო
დანია – 415.25 მილიონი ევრო
32. საქართველო – 192.60 მილიონი ევრო
ნოემბერში საქართველოს ნაკრების საერთო შეფასება 197 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც ეროვნული გუნდის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, გუნდი კვლავინდებურად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ნაკრებებში 32-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ევროპაში – მე-19 პოზიციაზე.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, „ჯვაროსნებმა“ ისეთი ტრადიციული ნაკრებები ჩამოიტოვეს, როგორებიც არიან:
შოტლანდია – 190.20 მილიონი ევრო
პოლონეთი – 182.40 მილიონი ევრო
შვეიცარია – 173.90 მილიონი ევრო
უელსი – 166.20 მილიონი ევრო
მექსიკა – 163.95 მილიონი ევრო
რუსეთი – 158.20 მილიონი ევრო
სამხრეთ კორეა – 158.15 მილიონი ევრო
სლოვაკეთი – 141.33 მილიონი ევრო
სლოვენია – 139.40 მილიონი ევრო
ჩეხეთი – 135.30 მილიონი ევრო
უნგრეთი – 128.35 მილიონი ევრო
რუმინეთი – 112.70 მილიონი ევრო.