10 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

როგორ "ააცალა" გვარდიოლამ "ბარსას" სამიზნე - უცნობი ამბავი

"ჟირონას" ფეხბურთელმა, იან კოუტომ გაიხსენა ისტორია, თუ როგორ გადააფიქრებინა "ბარსელონაში" გადაბარგება "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ.

"როცა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გავხდი (U17), "მანჩესტერ სიტის", "ბარსელონასა" და "ბაიერნს" ვესტუმრე.

დარწმუნებული ვიყავი, რომ "ბარსაში" მივდიოდი, მაგრამ პეპ გვარდიოლამ დამირეკა და რაღაცები შეიცვალა," - უთხრა ბრაზილიელმა CCMA-ს.

21 წლის მარჯვენა მცველი ახლაც "სიტის" საკუთრებაშია. იგი მიმდინარე სეზონში "ჟირონას" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. კატალონიელთა რიგებში განათხოვრებულმა იანმა საკუთარ აქტივში უკვე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება გვარდიოლას, ცნობილია, რომ იგი "სიტის" ბოსებს "ბარსელონადან" ფეხბურთელების წაყვანას უკრძალავს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეზღუდვა საერთო სამიზნეებზე არ მოქმედებს.

Facebook კომენტარები