მადრიდის "ატლეტიკო" ჟოაუ ფელიქსს "ბარსელონაში" ისევ უფასო იჯარით აღარ გაუშვებს, - იუწყება Relevo.
თუ "ბლაუგრანა" პორტუგალიელს კვლავ იჯარის წესით დაუპირებს აყვანას, "როხიბლანკო" ერთსეზონიან განათხოვრებაში 15 მილიონ ევროს მოითხოვს. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ფელიქსის გამოსყიდვის ვალდებულების აღება მოუწევთ.
ჟოაუს მადრიდული გრანდი 80 მილიონ ევროდ აფასებს.
"ატლეტიკოში" გადაწყვეტილი აქვთ, რომ ფელიქსი თავიანთ რიგებში აღარასდროს ათამაშონ. როგორც ჩანს, მათ ამაში "ბარსას" იმედი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გრანდში ჟოაუმ თავი 6 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.