როგორც მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.
ამ ტურნირის წინ სუპერკომპიუტერმა საინტერესო პროგნოზი გააკეთა.
მისი ვარაუდით, აღნიშნულ შეჯიბრზე ქართველები სამი ოქროს მედალს აიღებენ.
პროგნოზის მიხედვით, ჩემპიონობას ეთერ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი მოიპოვებენ.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.