58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

თანხა, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მიღების შემდეგ გამოიმუშავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.

გარვრცელებული ცნობებით, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა 12,000 ევრო მიიღო, რისი 20%-იც მწვრთნელს გადაეცემა.

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.