აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
შეჯიბრების ფინალში 27 წლის ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იქნება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
აქამდე ლიპარტელიანი ომორის ერთხელ შეხვდა და 2025 წლის დეკემბერში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დრომდე ერთი მედალი იყო – ტურნირის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.