1 წლის და 9 თვის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარე დასახელდა - რომელ ადგილზეა მამარდაშვილი

"IFFHS"-მა (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ) 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა სია გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებს შორის გიორგი მამარდაშვილსაც ვხდებით, რომელმაც მიმდინარე წელს მესამე ადგილი დაიკავა. 

სრული სია კი ასე გამოიყურება: 

  1. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) 167 ქულა
  2. იუნაი სიმონი (ბილბაო) 91 ქულა 
  3. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) 55 ქულა 
  4. მაიკ მენიო (მილანი) 52 ქულა
  5. ტიბო კურტუა (რეალი) 28 ქულა