5 დღის და 17 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გულიაშვილის ყიდვა ორ გუნდს სურს - ზამთრის ტრანსფერი უკვე რეალურია

ქართველი ფეხბურთელისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე 13 გოლის და 4 საგოლე გადაცემის მოგროვება მოახერხა. შესაბამისად, „სარაევოს“ შემტევის შეძენით უკვე არაერთი გუნდია დაინტერესებული.

ცნობილი ბოსნიური გამოცემის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის შეძენით „ფერენცვაროში“ და სერბული „ცრცვენა ზვედა“ სერიოზულად არიან დაინტერესებული. მათ გულიაშვილის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ. უახლესი ინფორმაციის თანახმად, უნგრული გუნდის წარმომადგენლები „სარაევოს“ პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გაუგზავნიან.

„სარაევოს“ სპორტული დირექტორი რამდენიმე დღის წინ „ცრცვენა ზვეზდას“ წარმომადგენლებთან შესახვედრად ბელგრადსაც ეწვია. შესაბამისად, ისმირ მირვიჩი ქართველი შემტევის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. მისი გუნდი გულიაშვილს 5 მილიონ ევროდ აფასებს.

Facebook კომენტარები