1 დღის და 5 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

"ფეხბურთის თამაშის მცდელობა რუსთაველზეც ვნახეთ, როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო" - რას წერს კომენტატორი გიგა გვენცაძე

ცნო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, კო­მენ­ტა­ტო­რი გიგა გვენ­ცა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

"დიდი ხნის წინ დავ­გეგ­მეთ და ყვე­ლა გზა რომ მი­დის, იქი­დან ერთ-ერ­თით, მა­რა­დი­ულ ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვით...

ახლა უკვე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნა­პო­ლის დუბ­ლე­ბის თა­მაშ­ზეც ვარ ნამ­ყო­ფი - თას­ზე, რომ­ში "ლა­ცი­ოს­თან" თა­ვი­დან­ვე წა­გე­ბულ თა­მაშს ვგუ­ლის­ხმობ. რომა-ლე­ჩეს დროს კი ნამ­დვი­ლი სტა­დიო ოლიმ­პი­კო და ტი­ფო­ზე­ბიც ვნა­ხე.

ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის მცდე­ლო­ბა რუს­თა­ველ­ზეც ვნა­ხეთ. დაგ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ვით რომ ცდი­ლობ­დნენ არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი.

მე სა­ქარ­თვე­ლო მიყ­ვარს და როცა მიყ­ვარს, არ შე­მიძ­ლია მისი რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი მძულ­დეს.მაგ­რამ... როცა ბევ­რი ურტყამს ერთს, როცა წაქ­ცე­ულს ურტყამ და როცა ადა­მი­ა­ნის თა­ვით ფეხ­ბურ­თის ქუს­ლით თა­მაშს ცდი­ლობ, არც სოკ­რა­ტე­სი ხარ, არც ეროვ­ნე­ბა გაქვს და არც სამ­შობ­ლო.

სამ­წუ­ხა­როდ, რაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო მოხ­და. რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს ხდე­ბა.ომს ვუფრ­თხით სხვას­თან და დიდი რის­კია მი­ვი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­თან.რაც ვართ და რო­დე­საც მათი არ­სე­ბო­ბა შე­ვი­ტყვეთ, მასშემ­დეგ, იქეთ ვი­ყუ­რე­ბით. იქა­უ­რო­ბა გვი­ზი­დავს, გვხიბ­ლავს.იქ გვინ­დო­და, გვინ­და და გვენ­დო­მე­ბა.

ჩვენ ვინ ვართ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნია - ჩვე­ნამ­დე დიდი ხნით ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლი. მაგ­რამ იქა­უ­რო­ბის აქ გად­მო­ტა­ნას ჯერ ვერ ვა­ხერ­ხებთ, არ გა­მოგ­ვდის, მაგ­რამ იმე­დია, რომ შევ­ძლებთ...ვინც არ უნდა მო­ინ­დო­მოს, რო­გორც არ უნდა მო­ინ­დო­მონ, ჩვენ ვერ გავ­ხდე­ბით ვერც ბე­ლა­რუ­სე­ბი და ვერც ვე­რა­ნა­ი­რი ფე­რის რუ­სე­ბი.ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ! დი­დე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს!", - წერს გიგა გვენ­ცა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ ამ დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აჩე­რებს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცესს 2028 წლამ­დე. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში. აქ­ცი­ე­ბი ხში­რად სრულ­დე­ბა სპეც­რაზ­მის მიერ დარ­ბე­ვით. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­კა­ვეს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ნა­ცე­მია ათო­ბით მო­ქა­ლა­ქე. ნიღ­ბი­ა­ნი, უც­ნო­ბი პი­რე­ბი 7 დე­კემ­ბერს თავს და­ესხნენ "ტვ პირ­ვე­ლის" გა­დამ­ღებ ჯგუფს და ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

Facebook კომენტარები