ეს შეცდომები უნდა გამოსწორდეს - როგორ უნდა მოიგოს საქართველომ უკრაინასთან » isport.ge
1 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ეს შეცდომები უნდა გამოსწორდეს - როგორ უნდა მოიგოს საქართველომ უკრაინასთან

16 ნოემბერს ერთა ლიგის გათამაშების მე-5 ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს. 

როგორც მოგეხსენებათ, გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩი პოზნანში უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა. 

ამ შეხვედრაზე დიდი ზეგავლენა იქონია მინდვრის საფარის მდგომარეობამ, რომელმაც ფეხბურთელებს თამაში ძალიან გაურთულა.

ამის გარდა ჩვენი გუნდის მარცხში დიდი როლი შეცდომებს ჰქონდა. 

ერთადერთი გოლის ავტორი, მიხაილო მუდრიკი ჩვენს ნახევარზე დიდ სივრცეებს იღებდა, რაც, თუ მოგება გვინდა, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.

ასევე საყურადღებოა პრობლემები მოედნის ცენტრში. გიორგი ქოჩორაშვილს თამაში ჩაუვარდა, საქართველოს კი მისი პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავდა, რაც ამ შეკრებაზე გამოსწორებულია, რადგან ანრი მექვაბიშვილმა ტრავმა მოიშუშა და საჭიროების შემთხვევაში სათამაშოდ მზად იქნება.

სახსენებელია, რომ ამ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ლაშა დვალი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება, ტრავმის გამო ვერც საბა გოგლიჩიძე შეძლებს თამაშს.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაცვაში ვილი სანიოლის გუნდს დიდი დანაკლისი აქვს. უკანა ხაზში გაორმაგებული ყურადღებაა საჭირო.

Facebook კომენტარები