გიორგი ზარიას გოლით „ქაირატმა“ ჩემპიონატი მოიგო » isport.ge
1 კვირის და 3 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გიორგი ზარიას გოლით „ქაირატმა“ ჩემპიონატი მოიგო

წლევანდელი საფეხბურთო სეზონი ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. საფრანგეთის და ინგლისის ლიგებთან ერთად, ამჯერად ქართველი ფეხბურთელები ყაზახეთის ჩემპიონატში მიღწეული წარმატების შედეგად მოექცნენ ყურადღების ცენტრში. 

„ქაირატმა“ ყაზახეთის ჩემპიონის სტატუსი ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. თანაც, აღნიშნული წარმატების მიღწევა გიორგი ზარიას გოლის დამსახურებით გახდა შესაძლებელი. ქართველმა ფეხბურთელმა „ატირაუს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, 59-ე წუთზე პენალის წარმატებით შესრულება შეძლო. ამის დამსახურებით ყაზახეთის ჩემპიონებმა 1:0 მოიგეს. ზარიას გოლი გადამწყვეტი ქულების მომტანი გამოდგა, რადგან აღნიშნული 3 ქულის წყალობით „ქაირატმა“ მეორე ადგილოსან „ასტანას“ 1 ქულით გადაასწრო ჩემპიონატის ცხრილში.

ზარიას წლევანდელ სეზონში 23 მატჩში 6 გოლი მოუგროვდა ჩემპიონატში, ხოლო თასზე დამატებით 3 გოლის გატანა შეძლო. მასთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონობა ლუკა გადრანმაც იზეიმა. მან „ქაირატის“ მაისურით წლევანდელ ჩემპიონატში 15 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო და თასის მატჩებში ასევე კიდევ 1 გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

Facebook კომენტარები