"ერ­თმა მი­თხრა 1000 დო­ლა­რი გა­მო­გიგ­ზავ­ნე დვა­ლიშ­ვი­ლის ხე­ლი­თო, ვიცი რომ არ მოგ­სვლი­აო", - ხურციძის მორიგი მწვავე ბრალდება მერაბ დვალიშვილს » isport.ge
2 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

"ერ­თმა მი­თხრა 1000 დო­ლა­რი გა­მო­გიგ­ზავ­ნე დვა­ლიშ­ვი­ლის ხე­ლი­თო, ვიცი რომ არ მოგ­სვლი­აო", - ხურციძის მორიგი მწვავე ბრალდება მერაბ დვალიშვილს

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძი­სა და UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ონ­ლა­ინ და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­ბა­ვი.

ერთი კვი­რის წინ ხურ­ცი­ძემ ვი­დეო ჩა­წე­რა, სა­დაც თქვა, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ბრძო­ლა სურს.

ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო, როცა ხურ­ცი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მე­რა­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და:

"ამ­ბობ, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დაო. ვიცი, რომ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ამით რა? მე თუ არ ვმუ­შა­ობ­დი, ე.ი. რე­კე­ტი­ო­რი ვარ? ახლა მუ­შა­ო­ბის ნე­ბარ­თვა არ მაქვს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვად მეთ­ვლე­ბა, მაგ­რამ ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ სხვა­ნა­ი­რად მო­ვი­პო­ვებ იმას, რაც უნდა მო­ვი­პო­ვო, რა პრობ­ლე­მაა. რინგზე რომ ვი­ჩხუ­ბო, არ შე­იძ­ლე­ბა?! და მე­ო­რე თემა, თქვენც რომ იცო­დეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სხვებ­მა ეს უკვე იცი­ან, რაც ბრალ­დე­ბა­ში მქონ­და, ხმო­ვა­ნი თუ ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ყველ­გან იყო. სა­სა­მარ­თლო­ში დვა­ლიშ­ვი­ლის ყვე­ლა ვი­დეო გა­მო­ი­ტა­ნეს“, - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში ხურ­ცი­ძე.

მა­შინ მე­რაბ­მა ხურ­ცი­ძეს ასე უპა­სუ­ხა: "მე არას­დროს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მე­ზე არ და­ვუ­კი­თხი­ვარ პო­ლი­ცი­ას, არ მი­მი­ცია ჩვე­ნე­ბა არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ და არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მოწ­მე სა­სა­მარ­თლო­ში".

ამ­ჯე­რად ხურ­ცი­ძე მო­რიგ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ ცი­ხე­ში სწო­რედ დვა­ლიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბე­ბის გამო ჩას­ვეს. ასე­ვე მისი თქმით, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მისი სა­ხე­ლით თან­ხებს აგ­რო­ვებ­და.

"მა­ნე­თი ფული არ დადო ჩემს მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ფულს აგ­რო­ვებ­და, ხურ­ცი­ძეს მკურ­ნა­ლო­ბა უნ­დაო და უნდა ვუმ­კურ­ნა­ლო­თო. რო­გორც მა­შინ ქნა, როცა და­მი­ჭი­რეს და ხალ­ხს ამ­შვი­დებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­და­აო. რა არის კარ­გად? მე მა­გი­სი ბრალ­დე­ბე­ბით გა­მიშ­ვეს ცი­ხე­ში. შენი ვი­დე­ო­ე­ბი მო­ი­ტა­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და სა­სა­მარ­თლო­შიც იჯე­ქი. ძნე­ლად გა­სა­სა­მარ­თლე­ბე­ლი კაცი ვი­ყა­ვი, რად­გან ფაქ­ტე­ბი არ იყო. პრო­კუ­რო­რი თა­ვის ილუ­ზი­ებ­ში იყო პრო­ცეს­ზე და აქე­დან დვა­ლიშ­ვი­ლი უჭერ­და მხარს, გა­მო­დის ინ­ტერ­ვი­უ­ებს გაძ­ლევთ მე­დი­ას, ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რა­და­აო. გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა თან­ხე­ბიო.

20 ათა­სი დო­ლა­რი აქვს აკ­რე­ფი­ლი მა­გას... 500 დო­ლა­რი ეკ­ლე­სი­ი­დან გა­მო­უ­ტა­ნია. მხვდე­ბი­ან ხალ­ხი, ერ­თმა მი­თხრა 1000 დო­ლა­რი გა­მო­გიგ­ზავ­ნე დვა­ლიშ­ვი­ლის ხე­ლი­თო, ვიცი რომ არ მოგ­სვლი­აო. მინ­და იცო­დეთ, ვირ­თხაა ეგ. ეგ ჩემ­თან რინგზე არ ამო­ვა, ვიცი. ნეტა მაგ დღეს მო­ვეს­წრე­ბო­დე, რად­გან მო­სა­მარ­თლემ გა­მო­მი­ცხა­და, რომ მათ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ახლა ყვე­ლას გე­უბ­ნე­ბით, 7-ჯერ არის ეგ კაცი ნა­სა­მარ­თლე­ვი.

ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის. ხალ­ხმა მი­თხრა, ჩვენ გვე­გო­ნა 48 კაცი იყა­ვით და­ჭე­რი­ლი და თურ­მე 2 კაცი ყო­ფილ­ხართ და­ჭე­რი­ლიო. ყვე­ლამ ხელი მო­ა­წე­რა აღი­ა­რე­ბას. მეც შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვი­თომ რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ა­სი მე­ში­ნო­და და ამი­ტომ ვეხ­მა­რე­ბო­დიო. აი ამა­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი ყვე­ლას.

მე­რა­ბი ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა­ფერ­ში, შე­მო­დი­ო­და ჩემ­თან ვი­ზიტ­ზე, და­რი­გე­ბე­ბით მი­რე­კავ­და. დე­და­ჩემს მა­გის და­ნახ­ვა არ უნდა. და­უ­რე­კა დე­და­ჩემს, ავ­თოს გა­მო­უშ­ვე­ბე­ნო, ვინც ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ ყვე­ლა გა­რეთ ვარო. ყვე­ლა­ფე­რი იცო­და მა­გან, რო­გორ მა­წა­მებ­დნენ ცი­ხე­ში. უნა­მუ­სო ბი­ჭია. როცა იყო დრო, მი­წერ­და ვი­დე­ო­ებს, მიყ­ვარ­ხარ ძმაო და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­გას სჭირ­დე­ბი და იმი­ტომ უყ­ვარ­ხა­რო" - ამ­ბობს ხურ­ცი­ძე.

წყარო

Facebook კომენტარები