სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჩაიბაროს. არმენ ნიკოგოსიანის ცნობით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის ორ კანდიდატურას განიხილავენ. სწორედ აღნიშნულ სახელებს შორის მოხვდა რაულიც.
სომხეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალეკსანდრ პეტრაკოვი გაათავისუფლეს, ერთა ლიგაზე ცუდი შედეგის ჩვენების გამო. ისინი ახალი კანდიდატურის გადაბირებაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა ფედერაციის ფინანსური შეზღუდვების გამო შეთანხმება ჯერ არცერთ კანდიდატთან არ გაფორმებულა.
რაული ამჟამად რეალის ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში. მას „რეალის“ მთავარი გუნდის მწვრთნელობის კანდიდატობასაც უწინასწარმეტყველებენ, თუმცა შესაძლოა ის მადრიდული გრანდის ნაცვლად სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის როლში ვიხილოთ.