ილია თოფურიას გაჩემპიონების შემდეგ დადასტურდა, რომ UFC-ში მისი ძმაც, ალექსანდრე თოფურიაც იასპარეზებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორამცია, რომ ქართველი მებრძოლი სადებიუტო ბრძოლას რამდენიმე თვეში ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე UFC-ში არაჩვეულებრივი სტატისტიკით შედის.
ამ მომენტისთვის ქართველს პროფესიონალურ MMA-ს კარიერაში 5 მოგება და 1 მარცხი აქვს დაფიქსირებული.
ასე რომ, იმედი დავიტოვოთ, რომ UFC-ში კიდევ ერთი ქართველი დაწერს ისტორიას.