როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს ურთიერთობა დაეძაბათ, რისი მთვარი მიზეზიც დაღესტანელი მებრძოლის ცრუ გამონათქვამები გახდა.
უმარის მორიგ ტყუილს (მან თქვა, რომ ჩინელმა მებრძოლმა სონგ იადონგმა დეკემბერში დვალიშვილთან შეხვედრაზე უარი ტრავმის გამო თქვა) ამჯერად "ქართველი მანქანა" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პოსტი განათავსა.
"არ შეგიყვანოთ შეცდომაში იმ ტყილმა, რომელიც უმარის პირიდან ამოდის. იადონგს რაიმე ბრძოლაზე უარი არ უთქვამს. ის მზად იყო, უმარს კი ხელი არაფერზე მოუწერია.
"კვლავ, გააგრძელე ტყუილების თქმა, რადგან ბევრი მუშაობა და სხვებთან ბრძოლები გჭირდება იმისთვის, რათა ნომერ პირველი გახდე.
"ყველამ იცის, რომ UFC-ისგან იმას იღებ, რაც არ დაგიმსახურებია. მოუთმენლად ველოდები, როდის მოვა ის დრო, როდესაც დაგიმტვრევ ცხვირ-პირს ყველა ტყუილისთვის", - წერს მერაბი სოციალურ ქსელში.