წლევანდელი სეზონი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი ფეხბურთელების მთავარი მწვრთნელიც. IFFHS-ის წარმომადგენლებმა იგი წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორისაც დაასახელეს.
სტატისტიკის საერთაშორისო კომპანიამ სანაკრებო ტურნირებზე მონაწილე მწვრთნელებს შორის ყველაზე გამორჩეული მენეჯერების ათეული შეადგინა. შერჩეულ კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე გასულ მწვრთნელს IFFHS წლის საუკეთესო მწვრთნელის სპეციალურ ჯილდოს გადასცემს.
IFFHS-ის მიერ შერჩეული წლის 10 საუკეთესო მწვრთნელის სია ასე გამოყურება:
1. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)
2 გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)
3. დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
4. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები)
5. იულიან ნაგელსმანი (გერმანია)
6. ვიჩენცო მონტელა (იტალია)
7. მურატ იაკინი (შვეიცარია)
8. ვილი სანიოლი (საქართველო)
9. ლიონელ სკალონი (არგენტინა)
10. ნესტორ ლორენცო (კოლუმბია)