როგორც მოგეხსენებათ, UFC 308-ზე ილია თოფურიამ კარიერაში პირველად საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
მისი მორიგი "მსხვერპლი" მაქს ჰოლოუეი გახდა, რომელიც ქართველმა ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა.
თოფურიას საოცარი გამარჯვების შემდეგ UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ ილია თოფურიას დარტყმების განეიტრალება მე შემიძლია", - ამბობს იამაიკელი მებრძოლი.
აქვე გეტყვით, რომ ალჯომ საჩემპიონო ქამარი UFC 292-ზე შონ ო'მალის წინააღმდეგ დათმო.