1 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საბა ლობჟანიძის გოლის დამსახურებით „ატლანტა“ 1/8 ფინალში გავიდა

MLS-ის პლეიოფი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. 1/16 ფინალში გასასვლელად ერთმანეთს „მონრეალი“ და „ატლანტა იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შემდეგ, მერვედფინალის საგზური საბა ლობჟანიძის გუნდმა მოიპოვა.

შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა და მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში გადასული დაპირისპირების ბედი კი სწორედ ქართველი შემტევის გოლმა გადაწყვიტა. 

პენალების სერია „ატლანტა იუნაიტედმა“ 5-4 მოიგო. მეხუთე, გადამწყვეტი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა და გუნდს მერვედფინალის საგზური მოუტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო ეტაპზე „ინტერ მაიამის“ და მესის დაუპირისპირდება.

Facebook კომენტარები