1 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

დიდი ქართული დაპირისპირება შედგა - რა შეფასებები მიიღეს გოგლიჩიძემ და კვარაცხელიამ

სერია ა-ს მერვე ტირში "ნაპოლი" "ემპოლის" ესტუმრა და ანგარით 1:0 სძლია.

მატჩის ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. კვარამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ის მცველმა 79-ე წუთზე შეცვალა და მარცხის მიუხედავად სოლიდური მატჩი ჰქონდა.

გამოცემა Sofascore-მა ქართველებს ასეთი შეფასებები მისცა:

კვარაცხელია - 6,7 ქულა.

გოგლიჩიძე - 6,8 ქულა.

Facebook კომენტარები