ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდს 2023 წელს გამოაკლდა ძალიან მძიმე ტრავმის გამო. ოქტომბერში მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ექიმებმა მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლა დაავალეს.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ნეიმარი მკურნალობის კურსს მალე დაასრულებს და „ალ ჰილალის“ შემადგენლობასაც უახლოეს პერიოდში შეუერთდება. გუნდის შემდეგი შეხვედრა 18 ოქტომბერსაა დანიშნული, შიდა ჩემპიონატის ფარგლებში. ნეიმარის დაბრუნება ამ პერიოდისთვის შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი.
32 წლის შემტევის დაბრუნება „ალ აინის“ წინააღმდეგ არის დაგეგმილი. ნეიმარის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას 21 ოქტომბერს გამართავს. უახლესი ცნობების თანახმად, ბრაზილიელი სწორედ აღნიშნული მატჩის განაცხადში შევა.