1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

როდის და ვის წინააღმდეგ - ვინ იქნება საქართველოს U21-ის ნაკრების შემდეგი მეტოქე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს U21-ის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. 

ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ ვინ იქნება ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე. 

გაირკვა, რომ საქართველოს გარდა, ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი საგზურისთვის ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და ბელგია იბრძოლებენ. 

აქვე გეტყვით, რომ ექვსი ნაკრები ორმატჩიანი პლეი ოფის სამ წყვილს შეადგენს, რომელიც ცნობილი წილისყრის შედეგადად გახდება. 

ცნობისთვის, პირველი თამაშები 11 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო საპასუხო – 19 ნოემბერს.

Facebook კომენტარები