2 დღის და 1 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

The Guardian-მა ვახო სალია ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების სიაში შეიყვანა

ცნობილი გამოცემის ავტორებმა 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებიდან ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეები შეარჩიეს და მათი ჩამონათვალი გამოაქვეყნეს. აღნიშნული სია ისეთი ტალანტებისგან შედგება, როგორსაც „ბარსელონას“ ახალი ვარსკვლავი ლამინ იამალი წარმოადგენს.

თუმცა, ესპანელი ფეხბურთელის გარდა, სიაში ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდაც მოხვდა. The Guardian-მა ვახტანგ სალიას შესაძლებლობები და პოტენციალი საკმაოდ მაღალფარდოვნად შეაფასა და იგი საუკეთესო ახალგაზრდებს შორისაც დაასახელა.

The Guardian-ის განცხადებით, სალია მაღალი დონის შემტევისთვის საჭირო ყველა თვისებით, სწრაფი აჩქარებითა და შთამბეჭდავი მოედნის ხედვის უნარით გამოირჩევა.

Facebook კომენტარები